saqarTvelos mRvimeebi - satobavis mRvime
კარსტული წარმონაქმნი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. სატობავის მღვიმეთა კომპლექსი შედეგბა 3 ოვალური სათავისისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია შესასვლელთან არსებული ტერასული საფეხურით. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება გამოფიტვის ადგილობრივი მასალა. ჰავა სტატიურია.
მღვიმე ისტორიული მნიშვნელობისაა. მასში აღმოჩენილია ქვევრები, სასაფლაო (ადამიანთა ძვლები, ხელოვნური წყალსაცავი და სხვ.).